თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში თვალის სნეულებათა დეპარტამენტი არსებობს 2012 წლიდან. დეპარტამენტის ხელმძღანელია თვალის მიკროქირურგი მალხაზ ჩიქოვანი. დეპარტამენტში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომელთაც განათლება აქვთ მიღებული სხვადასხვა ქვეყნებში. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა რომ პაციენტებს სრულყოფილად ჩაუტარდეთ ყველა სახის ოფთალმოლოგიური კვლევა და მკურნალობა, როგორც კონსერვატიული ისე ქირურგიული.

გამოკვლევები:

ავტორეფრაქტომეტრია
ოფთალმომეტრია
მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა
ოფთალმოტონომეტრია
თვალის ექობიომეტრია (A-სკანირება)
თვალის ექოსკოპიური გამოკვლევა (B-სკანირება)
შირმერის ტესტი  კომპიუტერული პერიმეტრია

მკურნალობა:

კატარაქტა
გლაუკომა
კერატოკონუსი
მშრალი თვალის სინდრომი
თვალის კაკლისა და ირგვლივ მდებარე ნაწილების ტრავმები და დამწვრობები
თვალის წინა მონაკვეთის მწვავე და ქრონიკული დაავადებები
რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) და სიელმე:
სავარჯიშო აპარატებით მხედველობის ფუნქციების სტიმულაცია
სათვალეებით და კონტაქტური ლინზებით კორექცია
ბადურა გარსის დაავადებები                                                         

სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% იანი ფასდაკლება სრულ ოფთალმოლოგიურ კვლევაზე და სათვალის შერჩევაზე 40 ლარის ნაცვლად 20 ლარად!!!

ყოველ ორშაბათს ტარდება უფასო სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები საპენსიო ასაკის პირებისთვის