საქმიანი ვიზიტი გერმანიაში!

2017 წლის 8-19 ნოემბერს ქ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი პროფესორი ზურაბ რაინაული იმყოფებოდა გერმანიის ქალაქების ოლდემბურგისა და შპაიერის კლინიკებში.
კერძოდ, მან შეხვედრები და მოლაპარაკებები პარტნიორობაზე გამართა ქ. ოლდენბურგის საუნივერსიტეტო ონკოლოგიური კლინიკის დირექტორთან პროფ.კლაუს-ჰენინგ კოენთან,ზოგადი პროფილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორთან პროფ.ჰანს ზაიფერდთან და უროლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის დიექტორთან პროფ.ფრიდჰელმ ვავროშეკთან. მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება ქ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრსა და აღნიშნულ კილინიკებს შორის მასშტაბურ თანამშრომლობაზე რომელიც მოიცავს:გამოცდილების გაზიერების მიზნით ექიმების ორმხრივ ვიზიტებს, კვლევების და სამეცნიერო ფორუმების ერთობრივ ჩატარებას, სტუდენტების, რეზიდენტებისა და უმცროსი ექიმების გაცვლით პროგრამებს და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თამაედროვე მეთოდების დანერგვაში დახმარებას.შედეგად ხელი მოეწერა მემორანდუმს კლინიკებს შორის პარტნიორობის შესახებ. ასევე ოლდენბურგის საუნივერსიტეტო უროლოგიურ კლინიკაში კლინიკის დირექტორ პროფ.ფრიდჰელმ ვავროშეკთან ერთად პროფ. ზურაბ რაინაულმა მონაწილეობა მიიღო ერთობრივ ოპერაციაში.
გერმანიის ქალაქ შპაიერის სასწავლო საავადმყოფოს ენდოსკოპიური კლინიკის დიერქტორთან პროფ.თომას რაბენშტეინთან და ქირურგიული სასწავლო კლინიკის დირექტორთან პრივატ-დოცენტ დირკ იენშურასთან. მოლაპარაკებების შედეგაგ მოხდა შეთანხმება კლონიკურ,სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ აღნიშნულ კლინიკებსა და ქ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს შორის,მზადდება მემორანდუმი პარტნიორობის შესახებ რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.
გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, კერძოდ აღნიშნული კლინიკები ქ. თბილისის ონკოლოგიურ ცენტრს დაეხმარებიან ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში მცირე ინვაზიური ოპერაციებისა და მანიპულაციების მიმართულებით, სწორედ ამ მიზნით მოხდება გერმანელი კოლეგების ვიზიტი ჩვენს კლინიკაში.